გამორჩეული კულინარიული რეცეპტები

ფუმფულა პიცა

ცომეული

მომზადება იხილით ვიდეოში.

Georgian and world cuisine

იოგურტი შინ ( საოჯახო )

საუზმე

მცირე ზომის თასში ხაჭო და მაწონი კარგად ავურიოთ. შემდეგ მიღებული მასა დავატკბოთ თაფლით, მოვაყაროთ ქიშმიში, ჩავაჭრათ ატამი და დილისთვის გემრიელი და ჯანსაღი საუზმე მზად არის.

Georgian and world cuisine

ნამცხვარი სტაფილოს გულსართით

დესერტი

გავახუროთ ღუმელი 175 გრადსზე, საცხობ ჭურჭელის ძირი დავფაროთ ცხიმით და ფქვილით.

საშუალო ზომის თასში ავურიოთ: ფქვილი, საცხობი სოდა, მარილი და დარიჩინი.

დიდ თასში კარგად ავურიოთ: კვერცხი, გამდნარი კარაქი ( buttermilk ), ზეთი, შქარი და ვანილი. მორეულ მასას დავუმატოთ წინა ჯერზე მომზადებული ფქვილის მასა და კიდევ ერთხელ კარგად ავურიოთ.

საშუალო თასიში კარგად აურიეთ: გახეხილი სტაფილო, ქოქოსი, ნიგოზი, ანანასი და ქიშმიში. მოცემული მასა გადავიტანოთ დიდ თასში და კიდევ ერთხელ ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში.

ახლა უკვე შეგვიძლია გამოვაცხოთ ჩვენი ნამცხვარი, მასა მოვათავსოთ ჭურჭელზე და შევდგათ წინასწარ გაცხელებულ ( 175 გრადუსი ) ღუმელში 1 საათის განმავლობაში.

მანამ სანამ სუფრასთან მიიტანთ დაახლოებით 20 წთ მოიცადეთ რომ გაგრილდეს.

Georgian and world cuisine

ღორის მკერდი ტერიაკის სოუსითა და წიწიბურას პიურეთი

ხორცეული

1 კგ ღორის მკერდს დავასხათ მდუღარე წყალი, შემდეგ დავჩხვლიტოთ და წავუსვათ სურნელოვანი მასა (დანაყული დარიჩინი, ნიორი, ცერეცოს თესლი ანისულის ვარსკვლავი, მარილი, პილპილი, მიხაკი და ზეითუნის ზეთი) შემდეგ კანზე მოვაყაროთ მარილი, რომ მთლიანად დაიფაროს და გამოვაცხოთ 1 სთ 180 გრადუსზე. 1 საათში მოვაცილოთ მარილი მთლიანად და დავაბრუნოთ ღუმელში გამოსაცხობად 200 გრადუსზე 40 წუთით

წიწიბურას პიურე:

300 გრ წიწიბურა მოვხალოთ ზეთში და 300 გრ კარაქში. დავასხათ ცოტა წყალი და მოვხარშოთ. ცალკე გავაკეთოთ 150 გრ კარტოფილის პიურე დავუმატოთ მარილი, წითელი და ვარდისფერი პილპილი, გავატაროთ წვრილ საწურში და შემდეგ ამოვიყვანოთ მიქსერით.

სოუსი:

1 ჩ/კ ზეითუნის ზეთში მოვშუშოთ 30 გრ ჯანჯაფილი და 30 გრ ნიორი. დავასხათ 200მლ მირინი, 200მლ სოიოს სოუსი და 200 მლ საკე და ვადუღოთ 30/40 წუთი.

ცივი ლაიმის კუბები

100 მლ ლაიმის წვენი, 50 გრ შაქარი და აგარ-აგარი ავადუღოთ. დავასხათ ჭურჭელში და შევდგათ მაცივარში. გაციების შემდგომ დავჭრად კუბიკებად.

ოთახის მარგებელი მცენარეები

სხვა

პირადად ჩემთვის, ყოველდღიურობა წარმოუდგენელია მცენარეებთან და ზოგადად ბუნებასთან ურთიერთობის გარეშე, დღეს კი სამწუხაროდ ბუნებასთან ურთიერთობა ობიექტური რეალობიდან გამომდინარე გართულდა, გარდა იმისა რომ დღეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელიც კია რომ სახლში დავრჩეთ, სიმართლე რომ ვთქვათ არც აქამდე ვიყავი და ვფიქრობ შემიძლია კრებითი ფომრაც გამოვიყენო, რომ არც აქამდე ვიყავით განებივრებული ბუნებასთან ურთიერთობით. არა მარტო საქართველოში არამედ მთელს მსოფლიოში მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქებში ცხოვრობს, ანუ ბინებში. არ ვიცი სხვაგან რა ხდება, მაგრამ ჩვენთან არცთუ ისე იშვიათად შევხვდებით ოთახის მცენარეებს. დღეს მინდა გესაუბროთ ოთახის იმ მცენარეებზე რომლებიც იმის გარდა, რომ ლამაზები არიან სარგებლობითაც გამოირჩევიან.

სააბაზანო :

1. პალმის ხე ჰაერს ამიაკისგან წმენდს, რაც აბაზანის სარეცხი საშუალებებით გაწმენდის შემდეგ ძალიან სასარგებლოა.

2. ჩინური მარადმწვანე ჰაერში ფორმალდეჰიდს (ჩვეულებრივ, კოსმეტიკა შეიცავს ამას) წმენდს. ამ მცენარის საშხაპის გვერდით განთავსება საუკეთესო ვარიანტია.

3. ევროპული აივი ნებისმიერ სხვა მცენარეზე უკეთ შთანთქავს ნახშირორჟანგს. ის ასევე ჰაერს ასუფთავებს ტოქსინების, ფორმალდეჰიდებისა და მძიმე ლითონებისგან.

საძინებელი ოთახი:

1. სანსევიერია ტრიფასიატა ღამით ჟანგბადს გამოიმუშავებს და ჰაერში ტოქსინებს აქრობს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი ძილის ხარისხს.

2. სპათიპილუმი ადვილად შთანთქავს სამრეწველო და სახლის ტოქსინებს (აცეტონი, ბენზოლი და ამიაკი). ის განსაკუთრებით სასარგებლოა სახლისთვის დეკორაციის გაკეთების შემდეგ, როცა ჰაერი სავსეა საშიში ქიმიური ნივთიერებებით.

3. ფალაენოფსისი მშვენიერი ყვავილოვანი მცენარეა. ის ღამით უამრავ ჟანგბადს გამოყოფს და ტოლლუენისგან ათავისუფლებს ჰაერს.

ბავშვის ოთახი:

1. კოფეა ბუნებრივი ფილტრია. ის ჰაერს ასუფთავებს ბენზოლის, ფორმალდეჰიდის, ფენოლისა და ტრიქლოროეთილინსგან.

2. ჰიბისკუსი ხელსაყრელ მიკროკლიმატს ქმნის, წმენდს და უფრო ჯანსაღს ხდის ჰაერს. სხვა მცენარეებიც უკეთ იზრდებიან, როცა ჰიბისკუსის გვერდით არიან.

3. სიკლამენი გეხმარებათ ინსომნიასთან, ქრონიკულ დაღლილობასთან, დეპრესიასთან და გაღიზიანებადობასთან ბრძოლაში.

მისაღები ოთახი

1. დრაკაენა ჰაერს ასუფთავებს ბენზოლისა და ფორმალდეჰიდისგან, რაც ხშირად არის ნახატებში, სურათებში, ფარდებსა და ხალიჩებში.

2. ქლოროფიტიუმი ჰაერს ასუფთავებს მანქანის გამონაბოლქვისა და სიგარეტის კვამლისგან, ასევე ატენიანებს კიდეც ჰაერს.

3. ბენჯამინ ფიგი ჰაერიდან აქრობს ბენზოლს, ტრიქლოეთილინს და ფენოლს.

სამზარეულო:

1. ალოე ჰაერს ასუფთავებს ბენზოლისა (რაც საწმენდ საშუალებებში გვხვდება) და ფორმალდეჰიდისგან.

2. სტეფანოტის ფლორიბუნდა სამზარეულოში ჰაერს უფრო ჯანსაღს ხდის. კარგი მოვლის შემდეგ მცენარეს ულამაზესი ყვავილებიც უჩნდება მთელი წლის განმავლობაში.

3. სენტპაულიას უპირატესობა კი ის არის, რომ ის აშინებს მწერებს და აქრობს მათ თქვენი სახლიდან.

PS: ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ყველას კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ მართლაც ადამიანისთვის ჯანმრთელობაზე უფრო დიდი ღირებულება არ არსებობს.

Georgian and world cuisine