გამორჩეული კულინარიული რეცეპტები

ძროხის სტროგანოფი

ხორცეული

ჭურჭელი გავაცხელოთ დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში, ჩავყაროთ ხახვი და 1/2 ჩაის კოვზი მარილი, მოვამზადოთ მანამ სანამ ხახვი არ დარბილდება დაახლოებით 3 - 4 წთ.

ხორცს დავუმატოთ ერთი ჩაის კოვზი მარილი და წიწაკა. მოვამზადოთ მანამ სანამ ხორცი არ გაყავისფრდება, შემდეგ დავუმატოთ გემოვნებით ნიორი და ბეგქონდარა (Тимьян/thyme), სურვილისამებრ დავუმატოთ სოიოს სოუსი.

დავჭრათ სოკო წვრილად, ჩავყაროთ ჭურჭელში და დავუმატოთ ფქვილი, ასევე დაუმატეთ ქათმის ბულიონი და მოვაყაროთ 1/2 ჩაის კოვზი მარილი. დაახურეთ ჭურჭელს სახურავი და მაღალ ცეცხლზე მოამზადეთ 10-15 წთ.

მომზადების შემდე ჩაყარეთ მაკარონი და კვლავ მოამზადეთ დაახლოებით 5წთ, რომ წვენი შეიწოვოს, დაუმატეთ არაჟანი და გემრიელად მიირთვით.

Georgian and world cuisine

დალის შუ

დესერტი

კულინარიული პროექტი მასტერ შეფის მონაწილეებს ალბათ ყველა ვიცნობთ, ამიტომ ქ.დალიზე ბევრს არ ვისაუბრებ, უბრალოდ მინდა შემოგთავაზოთ მისი უგემრიელესი და ყველასთვის ვფიქრობ კარგად ცნობილი შუს რეცეპტი, რომლესაც იგი თავად წარმოგვიდგენს.

Georgian and world cuisine

იმუნიტეტის გასაძლიერებელი პროდუქტები

სხვა

ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებმმა, ვფიქრობ ხაზგასმით დაგვანახა, რომ ადამიანისათვის უმთავრესი მისი და მისი ახლობლების ჯანმრთელობაა. გთავაზობთ პროდუქტებს, რომლებიც დაგეხმარებიან იმუნიტეტის ამაღლებაში, რომ შეხვდეთ ნებისმიერ სირთულეს უფრო მომზადებულები და ჯანმრთელები. მართლაც ჯანმრთელობაზე უფრო ღირებული და ძვირფასი ადამიანისთვის ცოტა რამ თუ შეიძლება იყოს.

ვცადოთ თავიდანვე მოკლედ გავცეთ მთავარ კითხვას პასუხი - თუ რომელი პროდუქტები უწყობს ხელს იმუნტეტის ამაღლებას ?!

რა თქმა უნდა ყველა ჯანსაღი და ბუნებრივი საკვები ეხმარება ორგანიზმს დაავადებებთან ბრძოლაში, რადგან ისინი სავსენი არიან მინერალებით და სხვადასხვა სახის ვიტამინებით, მაგრამ არსებობს უფრო ეფექტური და იმუნომასტიმულირებელი საკვები, რომლებიც აუმჯობესებენ და აძლიერებენ ადამიანის იმუნურ სისტემას, რაც შეიძლება სწრაფად.

გავიგოთ თუ, რომელი პროდუქტები არიან ესენი :

ხახვი: ერთ-ერთი ცნობილი იმუნიტეტის ასამაღლებელი პროდუქტი. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს საკმაოდ მკვეთრად გამოხატული სუნი და გემო, ხახვი გამოიყენება ძალიან ბევრ კერძში, ხახვი ამდიდრებს საკვებს როგორც გემოთი ასევე სძენს სასარგებლო თვისებებს. მისი მირთმევა ყოველდღიურად სავალდებულო არ არის, მაგრამ თუ შეამჩნევთ, რომ თავს გრძნობთ სუსტად ან შეამჩნევთ გაციების ნიშნებს, სასურველი იქნება მიირთვათ მისგან მომზადებული კერძი, თუ გეზარებათ რაიმე კერძის მომზადება მიირთვით ხახვი ზეთთან ერთად.

ნიორი: ნიორს ყველა მზარეული დიდ პატივს სცემს, რადგან ის ნებისმიერ საკვებს განსაკუთრებულ გემოს აძლევს, ასვე ფაქტია, რომ ნიორი კონცენტრირებულია სხეულის ჯანმრთელობაზე, ამავე დროს ნიორმა გადაარჩინა ევროპა სასიკვდილო ჭირისგან. ნიორის შემადგენლობა წინააღმდეგობას უწევს, სხვადასხვა სახის ანთებას და სისმსივნურ დაავადებებს, ასევე მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას, თუ არ შეგიძლიათ მისი ცოცხლად მიღება, მაშინ დაამატეთ, რომელიმე მოხარშულ კერძს და მიიღეთ მასთან ერთად.

C ვიტამინი: ასკორბინის მჟავა ანუ ვიტამინი C ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთიერებაა ჩვენი ორგანიზმისთვის, მისი ნაკლებობა იწვევს ქრონიკულ დაავადებებს. მისი თავიდან აცილება არის ძალზედ ადვილი, რადგან იგი ორგანიზმში ძალიან სწრაფად შეიწოვება. თუ თქვენ გიყვართ და რეგულარულად მიირთმევთ სხვადასხვა სახის ციტრუსებს და ხილს, მაშინ თქვენ დაზღვეული ხართ გაციებისაგან, მაგრამ თუ მაინც გაცივდით, აუცილებლად მიიღეთ ლიმონი, რადგან იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას და დაგეხმარებათ ადვილად დაძლიოთ გაციება. გაითვალისწინეთ, რომ ლიმონი უნდა იყოს ახალი. ასევე მსგავსად მისი გულისა, არა ნაკლებ სასარგებლოა მისი ქერქცი, იგი დიდი რაოდენობით ფოსფორს შეიცავს.

ჯანჯაფილის კოჭა: ჯანჯაფილის კოჭა, შესანიშნავად აძლიერებს იმუნიტეტს, ცნობილია, რომ ძველ ჩინეთში, ჯარში დაჭრილ სამხედროებს ჯანჯაფილით მკურნალობდნენ. მასში შედის ბევრი მინერალი, ვიტამინი და ეთერზეთები. კოჭა ძალიან მდიდარია B და C ვიტამინით, ასევე ნივრისგან განსხვავებით აქვს სასიამოვნო სუნი.

სოკო: ერთ-ერთი უგემრიელესი საკვები, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს, მისი სამკურნალო თვისებები ძალზედ ცნობილია, მისგან მზადდება ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის და კიბოს საწინააღმდეგო წამლები. მისგან მივიღებთ საჭირო მინერალებს, როგორებიცაა ნახშირწყლები და ცილები.

თაფლი: გემრიელი და ჯანსაღი პროდუქტი, აძლიერებს იმუნიტეტს. თაფლი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა დაავადებების სამკურნალოდ. მას შეუძლია მოაშუშოს ჭრილობები, გაგათავისუფლოთ სტრესისგან და გიხსნათ გაცეიებისგან. თაფლი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახეობის და ჯიშის, იმისთვის, რომ ცივ სეზონში არ გავცივდეთ, საჭიროა ყოველდღე მივირთვათ თაფლი. ასევე სასარგებლოა თაფლის ჩაი.

კეფირი: კეფირი/მაწონი გამოიყენება დაავადებების დროს, როგორებიცაა: საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ხშირი გაციება, კეფირით კვებავენ ასევე სუსტ და განუვითარებელ ბავშვებს. შეიცავს D ვიტამინს და კალციუმს, რომელიც ეხმარება სისხლს ფორმირებაში და კარგად აძლიერებს ძვლებს.

Georgian and world cuisine

ჯანსაღი კვების შეუცვლელი წესები

სხვა

ვფიქრობ არავინ შემეკამათება იმაში, რომ ადამიანისთვის უმთავრესი ჯანმრთელობაა, იმისათვის, რომ ჯანმრთელობა დიდხანს შევინარჩუნოთ საჭიორა სწორად ვიკვებოთ. ჩვენი კვებითი რაციონის სიჯანსაღის გარდა ასევე დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, იმას თუ რას როდის მივირთმევთ და რასთან ერთად, ყველამ კარგად ვიცით, რომ წყალი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა მისი არასწორ დროს მიღება მაგ: ჭამის შემდეგ შეიძლება საზიანოც აღმოჩნდეს.

დღეს მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე სასარგებლო რჩევა, სწორი კვებისთვის:

1 - წყალი :

ენდოკრიგონოლების თქმით, სასურველია, ყოველი კვების წინ, ნახევარი საათით ადრე, ორ ჭიქამდე წყალი მივიღოთ, ასევე დღის განმავლობაში - რათქმაუნდა ჩვენი წონის გათვალისწინებით, სასურველია მივიღოთ 2-3 ლ წყალი.

2 - 4 ჯერადი კვება :

დღეში ერთხელ ან ორჯერ კვება და დიეტის დაცვა, ორგანიზმისთვის სასურველი არ არის. ენდოკრინოლოგი გვირჩევს, რომ საკვები დღეში 4-ჯერ და საათობრივად მივიღოთ. შუალედები ყოველი ულუფის მიღებას შორის 3-დან 3,5 საათამდე უნდა იყოს. სასურველია, 7 საათზე გვიან არ ვივახშმოთ. ასევე უმჯობესია, კვების დროს დავნაყდეთ, ვიდრე შუალედებში წავიხემსოთ, ამ პერიოდში სასურველი მხოლოდ სითხის მიღებაა.

3 - საუზმე :

კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი ორგანიზმი ყველაზე დიდ სტრესს მაშინ განიცდის როდესაც საუზმეს ვტოვებთ. საუზმეზე რა პროდუქტებს მიიღებთ, ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია, მაგრამ უმჯობესია, შედარებით მსუბუქად და კალორიულად მიირთვათ. არ გირჩევთ, დილით შემწვარი, ცხიმებით დატვირთული პროდუქტები ან მაიონეზი მიიღოთ. ასევე, არავითარ შემთხვევაში სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული პროდუქტები არ უნდა მიირთვათ, დილით სასურველია ბურღულეულის, წიწიბურას, მოხარშული კვერცხის, რძის პროდუქტების, ბუტერბროდის მიღება კარაქითა და ყველით, ან ცოტა თაფლით. პირველ ულუფად სოსისსა და მსგავს პროდუქტებს ნუ მიირთმევთ. შემწვარი ნივთიერებები არასასურველად მოქმედებს, ნელა შეიწოვება და ხელს წონაში მატებასაც უწყობს.

4 - რძის პროდუქტების მიღება ასაკის მატებასთან ერთად შეამცირეთ:

ენდოკრინოლოგები განმარტავენ, რომ რძის პროდუქტების მიღების შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ასაკს და ლაქტოზის მიმართ ამტანობას აქვს, რადგან დღევანდელ რეალობაში, პოპულაციის დიდ ნაწილს ლაქტოზის მიმართ აუტანლობა აქვს ანუ, რძის პროდუქტის მიღების შემდეგ, ალერგიული ფონი უვითარდება. ენდოკრინოლოგების თქმით 30 წლის შემდეგ, რძის პროდუქტების ყოველდღიური მიღება სასურველი არ არის.

25 წლამდე რძის პროდუქტების მიღება ყოველდღიურადაა შესაძლებელი, ამ ასაკის შემდეგ უმჯობესია, თუ შევამცირებთ.

5 - ხილის მიღება უმჯობესი დღის პირველ ნახევარშია :

მოსანელებლად და ორგანიზმისთვის შედარებით მსუბუქია, საზამთრო, ნესვი, ბალი, ალუბალი და მარწყვი, თუმცა, ენდოკრინოლოგი გვირჩევს, რომ მათი ულუფები დღეში ნახევარ კილოგრამზე მეტი არ უნდა იყოს.

6 - ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები კონტროლირებადი რაოდენობით მიიღეთ :

დაუდევრად მოქცევა და ნახშირწყლების დიდი რაოდენობით მიღება, ორგანიზმისთვის ძალიან მავნებელია, რადგან გლუკოზა სისხლში გადადის და შეიძლება, ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას

7 - უმჯობესია, სადილზე მოხარშული პროდუქტი მიირთვათ:

ჯანსაღი კვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სადილი ბოსტნეულით იყოს გაჯერებული. თევზისა და ზღვის პროდუქტების მიღება ყოველდღიურადაა რეკომენდებული.

8 - ერთ ულუფად ერთი სახეობის საკვები მიიღეთ:

რამდენიმე სახეობის ნახშირწყლის ერთად მიღება რეკომენდებული არ არის. მაგალითად, რაიმე ულუფას როდესაც პურს ვაყოლებთ, დესერტად ფუნთუშა აღარ უნდა მივირთვათ. ასევე, ხორცთან ერთად ყველის და კარტოფილის მირთმევაც არასასურველია, რადგან ძნელადმოსანელებელია.

9 - ბოლოს წინა კვება ყველაზე დატვირთული უნდა იყოს:

თუ დღეში ოთხჯერადად იკვებებით, მესამე კვება ყველაზე ნოყიერი უნდა იყოს. შესაძლებელია, მივიღოთ ხორცი, თევზი და მსგავსი პროდუქტები. ხილის მიღებაც ბოლოს წინა კვებამდეა რეკომენდებული.

10 - მსუბუქად ივახშმეთ:

ძალიან კარგია ვახშამზე კეფირის მიღება. თუმცა, წონაში მატება თუ არ გვსურს, ის აუცილებლად დაბალპროცენტიანი ან წყალთან გაზავებული უნდა იყოს, რაც ადვილად მონელებადია და ორგანიზმიც არ დაიტვირთება. სასურველია, ვახშამზე ბოსტნეული მივირთვათ.

Georgian and world cuisine

ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზში

ბოსტნეული

1) ქვაბით ავადუღოთ წყალი ჩავყაროთ მარილი და მოვწალოთ დაშლილი, გასფთავებული ყვ.კომბოსტო დაახლოებით 2 წუთი (ვწალავთ არ ვხარშავთ ეს მნიშვნელოვანია)

2) ცალკე ჯამში გავთქვიფოთ ცოტა სვანურ მარილთან ერთად კვერცხი, ჩავაწყოთ მოწალული კომბოსტო და გახურებულ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან შევწვათ (სწრაფად იკეთებს კანს ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ორი წუთი ტაფასთან იტრიალოთ ამოლაგების შემდეგ მოვამზადოთ სოუსი მანამდე შეპიწკინებული ყვავილოვანი გაგრილდება

3) ავიღოთ ღრმა ჯამი მოვათავსოთ მაიონეზი, ბლენდერის ჭიქაში ჩავყაროთ მწვანილი, ნიორი, 1ც ბულგარული, სვანური მარილი ოდნავ ცივი წყალი და დავაბლენდეროთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე

4) მიღებული ე.წ. აჯიკა გადმოვიღოთ მაიონეზიან ჯამში კარგად გადავურიოთ, ჩავაწყოთ მობრაწული ყვ.კომბოსტო მოვალაგოთ მოტოვებული ცოცხალი ბულგარული რგოლებად, მოვაყაროთ მწვანილი და გემრიელად მივირთვათ

Georgian and world cuisine

ლობიო პომიდვრით

სადილი

ლობიო პომიდვრით კლასიკური, ტრადიციული სასარგებლო ინგრედიენტებით მდიდარი უგემრიელესი კერძია.

პირველ რიგში, დავჭრათ ხახვი, ცხიმწასმულ ტაფაზე მოვშუშოთ, დავამატოთ გახეხილი ნიორი, კანგაცლილი პომიდორი და ლობიო და წამოვადუღოთ. შემდეგ შევაზავოთ მარილით, წითლი წიწაკითა და ხმელი ქონდარით, ბოლოს კი მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და რეჰანი, როდესაც მომზადდება გადავიტანოთ ფიალაშიდა სურვილისამებრ შეგვიძლია სუფრაზე მჭადთან ერთად მივიტანოთ.

Georgian and world cuisine