გამორჩეული კულინარიული რეცეპტები

ოთახის მარგებელი მცენარეები

სხვა

პირადად ჩემთვის, ყოველდღიურობა წარმოუდგენელია მცენარეებთან და ზოგადად ბუნებასთან ურთიერთობის გარეშე, დღეს კი სამწუხაროდ ბუნებასთან ურთიერთობა ობიექტური რეალობიდან გამომდინარე გართულდა, გარდა იმისა რომ დღეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელიც კია რომ სახლში დავრჩეთ, სიმართლე რომ ვთქვათ არც აქამდე ვიყავი და ვფიქრობ შემიძლია კრებითი ფომრაც გამოვიყენო, რომ არც აქამდე ვიყავით განებივრებული ბუნებასთან ურთიერთობით. არა მარტო საქართველოში არამედ მთელს მსოფლიოში მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქებში ცხოვრობს, ანუ ბინებში. არ ვიცი სხვაგან რა ხდება, მაგრამ ჩვენთან არცთუ ისე იშვიათად შევხვდებით ოთახის მცენარეებს. დღეს მინდა გესაუბროთ ოთახის იმ მცენარეებზე რომლებიც იმის გარდა, რომ ლამაზები არიან სარგებლობითაც გამოირჩევიან.

სააბაზანო :

1. პალმის ხე ჰაერს ამიაკისგან წმენდს, რაც აბაზანის სარეცხი საშუალებებით გაწმენდის შემდეგ ძალიან სასარგებლოა.

2. ჩინური მარადმწვანე ჰაერში ფორმალდეჰიდს (ჩვეულებრივ, კოსმეტიკა შეიცავს ამას) წმენდს. ამ მცენარის საშხაპის გვერდით განთავსება საუკეთესო ვარიანტია.

3. ევროპული აივი ნებისმიერ სხვა მცენარეზე უკეთ შთანთქავს ნახშირორჟანგს. ის ასევე ჰაერს ასუფთავებს ტოქსინების, ფორმალდეჰიდებისა და მძიმე ლითონებისგან.

საძინებელი ოთახი:

1. სანსევიერია ტრიფასიატა ღამით ჟანგბადს გამოიმუშავებს და ჰაერში ტოქსინებს აქრობს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი ძილის ხარისხს.

2. სპათიპილუმი ადვილად შთანთქავს სამრეწველო და სახლის ტოქსინებს (აცეტონი, ბენზოლი და ამიაკი). ის განსაკუთრებით სასარგებლოა სახლისთვის დეკორაციის გაკეთების შემდეგ, როცა ჰაერი სავსეა საშიში ქიმიური ნივთიერებებით.

3. ფალაენოფსისი მშვენიერი ყვავილოვანი მცენარეა. ის ღამით უამრავ ჟანგბადს გამოყოფს და ტოლლუენისგან ათავისუფლებს ჰაერს.

ბავშვის ოთახი:

1. კოფეა ბუნებრივი ფილტრია. ის ჰაერს ასუფთავებს ბენზოლის, ფორმალდეჰიდის, ფენოლისა და ტრიქლოროეთილინსგან.

2. ჰიბისკუსი ხელსაყრელ მიკროკლიმატს ქმნის, წმენდს და უფრო ჯანსაღს ხდის ჰაერს. სხვა მცენარეებიც უკეთ იზრდებიან, როცა ჰიბისკუსის გვერდით არიან.

3. სიკლამენი გეხმარებათ ინსომნიასთან, ქრონიკულ დაღლილობასთან, დეპრესიასთან და გაღიზიანებადობასთან ბრძოლაში.

მისაღები ოთახი

1. დრაკაენა ჰაერს ასუფთავებს ბენზოლისა და ფორმალდეჰიდისგან, რაც ხშირად არის ნახატებში, სურათებში, ფარდებსა და ხალიჩებში.

2. ქლოროფიტიუმი ჰაერს ასუფთავებს მანქანის გამონაბოლქვისა და სიგარეტის კვამლისგან, ასევე ატენიანებს კიდეც ჰაერს.

3. ბენჯამინ ფიგი ჰაერიდან აქრობს ბენზოლს, ტრიქლოეთილინს და ფენოლს.

სამზარეულო:

1. ალოე ჰაერს ასუფთავებს ბენზოლისა (რაც საწმენდ საშუალებებში გვხვდება) და ფორმალდეჰიდისგან.

2. სტეფანოტის ფლორიბუნდა სამზარეულოში ჰაერს უფრო ჯანსაღს ხდის. კარგი მოვლის შემდეგ მცენარეს ულამაზესი ყვავილებიც უჩნდება მთელი წლის განმავლობაში.

3. სენტპაულიას უპირატესობა კი ის არის, რომ ის აშინებს მწერებს და აქრობს მათ თქვენი სახლიდან.

PS: ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ყველას კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ მართლაც ადამიანისთვის ჯანმრთელობაზე უფრო დიდი ღირებულება არ არსებობს.

Georgian and world cuisine

როგორ მოვამზადოთ ჭიების საწინააღმდეგო წამალი

სხვა

გოგრის თესლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას.

პარაზიტების წინააღმდეგ ეფექტურია შემდეგი ნარევი:

შეურიეთ ერთმანეთს 1 ჭიქა გარჩეული გოგრის თესლი, 2 უმი კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 ჭიქა ადუღებული წყალი. მიიღეთ დილით უზმოზე, შემდეგ დაიდეთ მარჯვენა გვერდზე ცხელი სათბური და ასე უნდა იწვეთ 2 საათი.

10 დღის შემდეგ პროცედურა უნდა გაიმეოროთ, კიდევ 10 დღის შემდეგ გააკეთეთ იგივე მესამედ და საბოლოოდ.

მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, გოგრის

თესლის ყოველდღიური მიღება ბავშვებისათვის მიზანშეწონილი არ არის.

3 წლიდან შეიძლება ვაჭამოთ კვირაში 1-3-ჯერ, არა უმეტეს 50 გრამისა.

Georgian and world cuisine

როგორ გავზარდოთ ლიმონის ხე სახლში

სხვა

პირველ რიგში, მისთვის თბილი, მზიანი კუთხე შეარჩიეთ - როგორც წესი , სახლის სამხრეთ ნაწილი. გაითვალისწინეთ, რომ გაზრდის შემდეგ ის საკმაო ადგილს დაიკავებს და მხოლოდ ფანჯრის რაფაზე აღარ დაეტევა, თუმცა არც ხშირი ადგილის ცვლა უყვარს. ამიტომ თავიდანვე განსაზღვრეთ მისთვის შესაფერისი მზიანი, თბილი ადგილი.

ამის შემდეგ წადით ბაზარში და აარჩიეთ მწიფე, სურნელოვანი, კარგი ლიმონი. გამოიყენეთ საჭიროებისამბრ, კურკები კი დასათესად გადაინახეთ. ორი სამი დღე წყალში დაალბეთ, შემდეგ ქოთანში, კარგად დასველებულ მიწაში ჩაფალით 1 სმ სიღრმეზე. საუკეთესოა კარგი ბოსტნის მიწის, ტორფისა და მსხვილი ქვიშის ნარევი.

დაახლოებით 1 თვის შემდეგ უნდა გამოჩნდეს პირველი ნერგებიც. რამოდენიმე ფოთლის გამოტანის შემდეგ სათითაოდ უნდა გადარგოთ ჭიქებში.

ლიმონს უყვარს მზე და ტენი. ის აუცილებლად ხშირად მორწყეთ. წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. პულვერიზატორით ასხურეთ ფოტლებზეც. ციტრუსს უყვარს სიმჟავე: შეურიეთ წყალს სულ ცოტა ლიმონმჟავა, ასკორბინის მჟავა და ზოგჯერ ამგავრი ნარევით დაასველეთ ქოთანში მიწა. ლიმონს არ უყვარს გამომშრალი ჰაერი, ამიტომ, ზამთრის პერიოდში, დადგით გამათბობელისგან მოშოშრებით, ამასთანავე, შეეცადეთ ოთახში ჰაერი დაატენიანოთ: დადგით წყალი გამათბობელთან, ან დააფინეთ მასზე სველი პირსახოცი.

ზაფხულში შეგიძლიათ ნერგი გარეთ გაიტანოთ, შემოდგომით და ადრიან გაზაფხულზე დღსით გარეთ, ღამით კი ოთახში შემოიტანეთ.

Georgian and world cuisine

მოხრაკული

ხორცეული

გამარჯობა გურმანებო, დღეს ინტერნეტში ძრომიალისას წავაწყდი ძალიან საინტერესო ადამიანს, რომელსაც აქვს თავისი ვიდეო ბლოგი (მოხრაკული TV), მის ბლოგზე ბევრი საინტერესო კერძს შეხვდებით, თუმცა ჩემი ყურადღება ამ საინტერესო კერძმა მიიქცია, სამწუხაროდ არც მან იცის ამ კერძის სახელი, თუმცა სახლის პორობებში ძალიან მარტივი მოსამზადებელია, ამიტომ მინდა რომ გაგიზიაროთ ამ ადამიანის ვიდეო.

Georgian and world cuisine

ფხვიერი პეჩენია შაქრით

ცომეული

კიდევ ერთი გემრიელობა YouTube დან, მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ფხვიერი პეჩენია, დილით ჩაისთან ერთად ძალიან გემრიელია, უყურეთ ვიდეოს და გაითვალისწინეთ, რომ ვაცხობთ 180 გრადუსზე შეწითლებამდე. ასევე შაქარი პეჩენიების ამოსავლებად გვჭირდება.

Georgian and world cuisine

ლაზანია

ცომეული

მინდა შემოგთავაზოთ ქ.სოფოს კულინარიული შედევრი, შემთხვევით წავაწყდი ამ რეცეპტს YT_ზე, მას თითქმის უკომენტაროდ გთავაზობთ, თვალი მიადევნეთ ვიდეოს და გარწმუნებთ უგემრიელეს რეცეპტს ისწავლით.

ძალიან სწრაფად თქვენ შეძლებთ გააკვირვოთ საუცხოო გემოთი თქვენი სტუმრები და გემრიელად გაუმასპინძლდეთ.

Georgian and world cuisine